Terms and conditions
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენი სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს, თანხმობის შემთხვევაში კი განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.
„მოჩი“ წარმოადგენს იურიდიულ პირს და ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელს წარმოადგენს შპს „გულიანი გრუპ ჯორჯია“ (ს/კ:404537337). შპს „გულიანი გრუპ ჯორჯია“ (შემდგომში - მომსახურების მიმწოდებელი) და კლიენტი, რომელიც აფორმებს შეკვეთას mochi.ge-ს ვებგვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით (შემდგომში - მომსახურებით მოსარგებლე), დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას mochi.ge-ს ვებგვერდზე. ტერმინის ქვეშ - „ჩვენ“ იგულისხმება „გულიანი გრუპ ჯორჯია“ და მისი წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ - „თქვენ“ იგულისხმება კომპანია „გულიანი გრუპ ჯორჯიას“ ვებგვერდით (mochi.ge) მოსარგებლე პირები. თქვენს მიერ „მოჩი“-ს ვებგვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები.
მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. შეთანხმების საგანი
1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „მოჩის“ მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება mochi.geს მომსახურებაში.
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოსმომსახურებით მოსარგებლეს.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.
2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.
2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „მოჩის“ მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.
3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია
3.1. მიაწოდოს „მოჩის“ ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).
3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „მოჩის“ წარმომადგენელს.
3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით. 3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა „მოჩისთან“, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
4. შეკვეთისა და გადახდის წესები
4.1. ვებგვერდზე www.mochi.ge შესვლისას თქვენ უნდა მიუთითოთ გსურთ ადგილზე მიტანის
სერვისით სარგებლობა თუ თავად მიაკითხავთ პროდუქტს ფალიაშვილის 65 ნომერში.
4.2. თუ ადგილზე მიტანის სერვისს მონიშნავთ, უნდა მიუთითოთ უბანი, რომელიც შედის „მოჩის“ მიტანის სერვისის არეალში.
4.3. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც, თუ მანამდე მიტანის სერვისი გქონდათ მონიშნული.
4.4. გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია (ფეისბუქ ანგარიშით ან მობილური ნომერით). ამის შემდეგ სისტემა გადაგიყვანთ თქვენს „პროფილის“ გვერდზე, რომელზეც უნდა გადაამოწმოთ, რომ თქვენი მობილურის ნომერი სწორადაა მითითებული და თუ ნომერი არასწორია, მიუთითოთ მოქმედი ნომერი.
4.5. დაბრუნდით კალათაში და დააკლიკეთ გრაფას - „აირჩიეთ გადახდის მეთოდი“. გადადით გადახდის გვერდზე.
4.6. აირჩიეთ ანგარიშსწორების მეთოდი, უნაღდო ანგარიშსწორებისას გადახდა განახორციელეთ თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათით, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას გრაფაში ჩაწერეთ, რა კუპიურა გექნებათ (ნაღდი ანგარიშსწორების არჩევისას კუპიურის ჩაწერა სავალდებულოა).
4.7. კომენტარის გრაფის შესვსება სავალდებულოა. აუცილებლად ჩაწერეთ რამდენი პერსონისათვისაა განკუთვნილი პროდუქტი, სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის
შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.
4.8. მონიშნეთ, რომ ეთანხმებით ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს.
4.9. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.
4.10. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.
4.11. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
4.12. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზემოთ აღნიშნული შეკვეთის წესის გარდა, სხვა გზით განხორციელებული შეკვეთების თაობაზე.
4.13. „მოჩის“ მიერ შეკვეთისას გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში. მისამართის უზუსტობის გამო, მომხმარებლის მიერ შეკვეთის პოსტ-ფაქტუმ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით ან უშუალოდ შეკვეთის განმახორციელებელი პირისათვის თანხის დაბრუნებით.
5. დასკვნითი დებულებები
5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული
ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.
5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.
5.3. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. *ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: hey@mochi.ge ან დაგვირეკოთ: 0322 47 00 88